არავისთვის
სიახლე არ არის, რომ დღეს ჩვენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში — ციფრული ტექნოლოგიების
ეპოქაში ვცხოვრობთ. ლოგიკურია რომ მოსწავლე, რომელიც დღეს პირველ კლასში სწავლობს,
12 წლის შემდეგ — 2031 წელს ციფრული წიგნიერების უნარ-ჩვევები სჭირდება და არა მხოლოდ
პასტა და 48 ფურცლიან რვეულში წერის უნარი. ასეთი უნარების განვითარება კი მხოლოდ ისეთ
პედაგოგს შეუძლია, რომელიც პირველ რიგში მეტნაკლებად მაინც თვითონ ფლობს ციფრული მოქალაქისთვის
დამახასიათებელ უნარებს.
მიმდინარე საუკუნეში საგანმანათლებლო სისტემებმა ძირეული ცვლილებები განიცადა, ყოველდღიურად უდიდესი აღმოჩენების მოწმენი ვხდებით,
სწავლისა და სწავლების სტანდარტები და მოლოდინები მნიშვნელოვნად შეიცვალა და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მაღალი ტემპი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს სასწავლო პროცესს. სულ უფრო ხშირად ჩნდება შეკითხვები, თუ როგორ უნდა შეიქმნას სასწავლო პროცესში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების ისეთი მოდელები, რომლებიც დროს გაუძლებს და ახალი ტექნოლოგიების მორიგ ტალღასთან ერთად არ მოძველდება.
2005 წლიდან დღემდე ვასწავლი სკოლაში, ვარ ისტ-ის სერტიფიცირებული მასწავლებელი, უსაზღვროდ მიყვარს ჩემი საქმე...
წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო მზია!
ОтветитьУдалить