ერთხელ, კომპანია "მაიკროსოფტში", მეეზოვის ვაკანსიაზე ერთი მამაკაცი მივიდა. კადრების განყოფილებაში ათასგვარი ტესტის გავლის შემდეგ უთხრეს, რომ სამსახურში აყვანილია:
- გილოცავთ! თქვენ მიღებული ხართ. დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომ გაცნობოთ სამუშაო გრაფიკის შესახებ.
დაფიქრდა მამაკაცი, როგორ გამოემუშავებინა ფული კომპიუტერის შესაძენად. ჯიბეში მხოლოდ 30 დოლარი ჰქონდა. იყიდა ფერმერისგან 10 კილო ვაშლი და ხალმხრავალ ქუჩაში სულ ადვილად გაყიდა. რამდენიმე საათში მისი კაპიტალი ათჯერ გაიზარდა. და უცებ მიხვდა, რომ ასეთი ტემპით თუ იმუშავებდა, სულაც არ დასჭირდებოდა დამსაქმებელი.
გავიდა დრო. მან იყიდა ავტომანქანა. ჯერ მცირე სავაჭრო გახსნა, შემდეგ მაღაზია, 5 წლის შემდეგ კი უკვე სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი იყო. და, აი, ერთხელაც მივიდა დაზღვევის სააგენტოში თავისი ბიზნესის დასზღვევად. დაზღვევის აგენტმა სთხოვა, დაეტოვებინა თავისი ელექტრონული ფოსტა, რათა მისთვის აქციებისა და მომგებიანი შეთავაზებების შესახებ შეტყობინებები გაეგზავნა, რაზედაც ჩვენმა ბიზნესმენმა, ისე, როგორც წლების წინ, უპასუხა, რომ არც ელექტრონული ფოსტა აქვს და არც პერსონალური კომპიუტერი.
– გასაოცარია! – გაკვირვებით წამოიძახა დაზღვევის აგენტმა – ასეთი უზარმაზი ბიზნესი და პერსონალური კომპიუტერიც კი არ გაქვთ! წაარმოგიდგინიათ, რას მიაღწევდით, რომ გქონოდათ?!
– მაშინ მე ვიქნებოდი "მაიკროსოფტის" მეეზოვე. - ღიმილით უპასუხა ბიზნესმენმა. 😊
✅მორალი: თუ არ გაქვთ რაღაც, დაფიქრდით, იქნებ არც გჭირდებათ?
0 коммент.:
Отправить комментарий