სოციალური ქსელი Facebook ვირტუალური ასისტენტის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული არხი CNBC ავრცელებს.
მისივე ცნობით, ახალმა ასისტენტმა კონკურენცია Alexa-ს, Siri-ს და Google Assistant-ს უნდა გაუწიოს. პროგრამის შესაქმნელად Facebook-ის სპეციალური განყოფილება მუშაობს, რომელიც, ძირითადად, გრძელვადიან ტექნიკურ პროექტებს ახორციელებს.
როგორი იქნება ახალი ასისტენტი, ან როდიდან შეძლებს მომხმარებელი მის გამოყენებას, ჯერჯერობით, უცნობია.
Facebook-მა, მესენჯერისთვის, პირველად ვირტუალური ასისტენტი “M” 2015 წელს შექმნა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიურ ბაზაზე მუშაობდა. კომპანიამ ეს პროექტი 2018 წელს დახურა.







0 коммент.:
Отправить комментарий